გაბრიელიუს ლანდსბერგისი: კარგი იქნება, თუ ნიკა მელია ევროკავშირის მიერ შემოთავაზებულ გარანტიებს განიხილავს
ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი გაბრიელიუს ლანდსბერგისი აცხადებს, რომ კარგი იქნება, თუ „ნაცმოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია ევროკავშირის მიერ შემოთავაზებულ გარანტიებს განიხილავს.
„ხაზს ვუსვამ იმ სარგებელს, რომელიც აქვს შარლ მიშელის შეთანხმებას. ეს კარგად ცხადყოფს იმ ვალდებულებას, თავდადებასა და პასუხისმგებლობას, რომელიც უკავშირდება ევროპულ და ევროატლანტიკური კურსით სვლას. ლიეტუვასაც ჰქონდა იგივე პრობლემა 1992 წელს, მაგრამ ყოველთვის მივდიოდით ევროატლანტიკური მიმართულებით. სწორედ ამიტომ შეგვიძლია, გაგიზიაროთ ეს გამოცდილება, რომ საქართველომ არასდროს გადაუხვიოს ამ კურსს. რაც შეეხება ნიკა მელიას, კარგი იქნება, თუ ის განიხილავს ევროკავშირის მიერ შემოთავაზებულ გარანტიებს“, - განაცხადა ლანდსბერგისმა.
ნიკა მელიამ აზრი შეიცვალა და განაცხადა, რომ ამნისტიის კანონპროექტის გაწვევის შემთხვევაში ევროკავშირის მიერ შეთავაზებულ გირაოს დათანხმდება.