შალვა პაპუაშვილი: „ნაციონალური მოძრაობას“ საკუთარი დღის წესრიგის გასატარებლად სხვადასხვა სპიკერი ჰყავს
„ნაციონალური მოძრაობის“ სტილია ჰიბრიდული ომი საკუთარი დღის წესრიგის გასატარებლად. მათ ჰყავთ სხვადასხვა სპიკერი, ეს როლი განსაკუთრებით მორგებული აქვს „ლეიბორისტულ პარტიას“, - ამის შესახებ პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რითაც იგი „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერის, შალვა ნათელაშვილის განცხადებას გამოეხმაურა.
მისი თქმით, ოპოზიციის ზოგიერთი წარმომადგენელი პირდაპირ უტევს საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორებს.
„ვაკვირდებით, „ნაციონალური მოძრაობის“ სტილი რა არის, ეს არის ჰიბრიდული ომი საკუთარი დღის წესრიგის გასატარებლად. მათ ჰყავთ სხვადასხვა სპიკერი, ზოგი პირდაპირ უტევს ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს. ეს როლი განსაკუთრებით „ლეიბორისტულ პარტიას“ აქვს მორგებული. ელჩი არ დარჩა, რომ არ ყოფილიყო მისი არათუ კრიტიკის, არამედ აგრესიის ობიექტი - ამერიკის, ევროკავშირის, გერმანიის, ყველა მისი თავდასხმის ობიექტია“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
ასეთი დიქტატორი მმართველი, როგორიც ეს ტრამპის საჩუქარი ელჩია საქართველოსთვის ,არც როსტომ ხანი ყოფილა და არც ვირონცოვ-დაშკოვი. ნახეთ ერთი რა ბრძანებებს იძლევა, - ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ თავმჯდომარემ, შალვა ნათელაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა.