თეგებით ძიება

შალვა პაპუაშვილის თქმით, „ჩემიანებად და სხვისიანებად“ დაყოფა ხდება

„ოპოზიციამ საერთოდ უარყო შარლ მიშელის დოკუმენტის სულისკვეთება, რომელიც 20 ივნისთან დაკავშირებით უახლოესი წარსულის გვერდის გადაფურცვლას გულისხმობდა, - ამის შესახებ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, მედიატორის მხრიდან შეთანხმებაში ამნისტიის შესახებ პუნქტის შეტანა მიზნად დეპოლარიზაციისა და უთანხმოების გვერდზე გადადებას ისახავდა.

„ისინი (ოპოზიცია) დღეს პირდაპირ ამბობენ, რომ არანაირი გვერდის გადაფურცვლა არ მოხდება. ეს არის აბსოლუტური უგულებელყოფა იმ სულისკვეთების, რაც დოკუმენტს ჰქონდა. განმარტება იყო, რომ მოხდეს დეპოლარიზაცია და უთანხმოების გვერდზე გადადება. საჭიროა, 20 ივნისთან დაკავშირებით ფურცელი გადაიშალოს და როგორც ხედავთ, ჩვენი ოპონენტები ამ მიდგომას ეწინააღმდეგებიან, ეს განსაკუთრებით, „ლელოს“ განცხადებაში მოვისმინეთ. ისინი საუბრობენ, რომ დაზარალებულის თანხმობა არის საჭირო, მაგრამ საჭიროა მხოლოდ სამართალდამცველების წინააღმდეგ არსებულ საქმეებში აქციის მონაწილეთა მხრიდან დაზარალებულების მხრიდან. რაც შეეხება აქციის იმ მონაწილეებს, რომელთაც ბრალი ედებათ ძალადობაში, ან ეს ბრალი დადასტურებულია, მათ შორის ნიკა მელიას შემთხვევაში, მათი თანხმობა საჭირო არ არის. ეს არის დაყოფა „ჩემიანებად“ და „სხვისიანებად“. ისინი სამართალდამცველებს ფაქტობრივად ადამიანებად არ აღიარებენ. 50-ზე მეტი სამართალდამცავი დაზიანდა, მათ შორის ერთს ცალ თვალში მხედველობა აქვს დაზიანებული, ეს მათთვის არაფერია, ადამიანებად არ თვლიან“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

პარლამენტში ამნისტიის 2 კანონპროექტია დარეგისტრირებული - ერთი „ქართული ოცნების“, მეორე კი ოპოზიციის.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა