თეგებით ძიება

სამსახურიდან გათავისუფლება პოლიტიკური ნიშნით - გიორგი მუმლაძის ძმის მხარდამჭერი აქცია მარნეულში

მარნეულის მერიასთან "მოძრაობა საქართველოსთვის" წევრის გიორგი მუმლაძის ძმის სიმონ მუმლაძის მხარდამჭერი აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეები სამსახურიდან მისი პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებას აპროტესტებენ. თავად გიორგი მუმლაძე ძმის სამსახურიდან დათხოვნის ფაქტს მის აქტიურ პოლიტიკურ ცხოვრებას უკავშირებს და აცხადებს, რომ სიმონ მუმლაძემ საწარმოში 10 წელი იმუშავა, ახლა კი კონტრაქტს მხოლოდ მას არ უგრძელებენ:

"ქვეყანაში გრძელდება პოლიტიკური დევნა, განსხვავებულ აზრის მქონე ადამიანებს დევნის სისტემა, ისე რომ მაქსიმალურად შეუქმნან დისკომფორტი. ჩემი ოჯახის მიმართ ეს არ არის პირველი შემთხვევა, მანამდე, 2 წლის წინ ჩემი მეორე ძმა, რომელიც მესაზღვრეა იგივე პრინციპით გაათავისუფლეს, გააგდეს სამსახურიდან და ჩვენ 18 თვიანი სასამართლო პროცესები ვაწარმოეთ და მოვიგეთ. ეხლა უკვე ჩემ მეორე ძმას მიადგა სისტემა და გაუშვეს სამსახურიდან", - განაცხადა გიორგი მუმლაძემ.

სოლიდარობის ნიშნად, აქციას მარნეულის ადგილობრივი აქტივისტებიც შეუერთდნენ, რომლებიც პოლიტიკური ნიშნით დევნას ეწინააღმდეგებიან:

"სიმონ მუმლაძე სამსახურიდან უკანონოდ გაათავისუფლეს, რადგან მისი ოჯახის წევრი აქტიურად არის ჩართული საზოგადოებრივ და პოლიტიკურ საქმიანობაში, რაც პირველი შემთხვევა არ არის და ჩვენ ვიცით რომ მარნეულის მუნიციპალიტეტის სხვა თანამშრომლებზეც მოხდა მსგავსი შემთხვეა", - განაცხადა სამირა ბაირამოვამ.




თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა