თეგებით ძიება

კელი დეგნანი: საუკეთესო თანამშრომლობის არცერთი ასპექტი ისე კარგად არ ასახავს ამ ახლო პარტნიორობას, როგორც ჩვენ შორის არსებული თანამშრომლობა უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში

საერთაშორისო საზოგადოება საქართველოს თავდაცვის ძალებს 30 წლის იუბილეს ულოცავს. მათ შორის არის აშშ-ის ელჩი, კელი დეგნანი.

„ამერიკის შეერთებული შტატები და საქართველო 1991 წელს, საქართველოს დამოუკიდებლობის მიღების დღიდან ერთმანეთის მეგობრები და პარტნიორები არიან. საუკეთესო თანამშრომლობის არცერთი ასპექტი ისე კარგად არ ასახავს ამ ახლო პარტნიორობას, როგორც ჩვენ შორის არსებული თანამშრომლობა უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში. ჩვენი სამხედროები ერთად გადიან წვრთნებს და ერთად იბრძვიან გლობალური საფრთხეების წინააღმდეგ უფრო წარმატებული და მშვიდობიანი მსოფლიოსთვის, ჩვენი საერთო თავისუფლებისადმი სიყვარულის დაცვისთვის“, - განაცხადა დეგნანმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა