სერგეენკო ნათელაშვილზე: დიპლომატზე თავდასხმა არის თავდასხმა იმ ქვეყანაზე, რომელსაც ის წარმოადგენს
"ადამიანს, რომელსაც პოლიტიკოსობაზე აქვს პრეტენზია, მით უმეტეს იურისტს, არ შეიძლება, არ ესმოდეს, რომ დიპლომატზე თავდასხმა არის თავდასხმა იმ ქვეყანაზე, რომელსაც ის წარმოადგენს", – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, დავით სერგეენკომ განაცხადა.
მისივე თქმით, ნათელაშვილს უნდა ესმოდეს, რომ ასეთი განცხადებები მიზანშეწონილი არ არის.
„ადამიანს, რომელსაც პოლიტიკოსობაზე აქვს პრეტენზია, მით უმეტეს იურისტს, არ შეიძლება, არ ესმოდეს, რომ დიპლომატზე თავდასხმა არის თავდასხმა იმ ქვეყანაზე, რომელსაც ის წარმოადგენს. ელჩი არ წარმოადგენს პირად მოსაზრებებს, წარმოადგენს იმ ქვეყნის პოზიციებს, რომელმაც ის აქ მოავლინა. არ მინდა, შალვა ნათელაშვილის რეკლამა გავწიო და ანალიზი დავიწყო, რა თქვა და როგორ, მაგრამ უნდა ესმოდეს, რომ ასეთი რაღაცები არ უნდა ილაპარაკოს“, – განაცხადა სერგეენკომ.
ასეთი დიქტატორი მმართველი, როგორიც ეს ტრამპის საჩუქარი ელჩია საქართველოსთვის ,არც როსტომ ხანი ყოფილა და არც ვირონცოვ-დაშკოვი. ნახეთ ერთი რა ბრძანებებს იძლევა, - ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ თავმჯდომარემ, შალვა ნათელაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა.