თეგებით ძიება

ზაალ უდუმაშვილი: რომელიმე პარტიის ოფისში შეკრება არ ნიშნავს, რომ ყველა პარტია რაღაც პოზიციას იზიარებს

"რომელიმე პარტიის ოფისში შეკრება არ ნიშნავს, რომ ყველა პარტია რაღაც პოზიციას იზიარებს", - ასე აფასებს „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი ზაალ უდუმაშვილი კელი დეგნანის მისამართით „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერის, შალვა ნათელაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებებს.

„ყველა პოლიტიკურ პარტიას აქვს საკუთარი დამოკიდებულება მიმდინარე პროცესების მიმართ. ეს არ ნიშნავს, რომ მის პოზიციას იზიარებს ყველა პარტია, რომელიც იკრიბება გარკვეულ შეხვედრებზე. ეს შეხვედრები „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში თუ სხვა პარტიის ოფისში, მათი მიზანია, ოპოზიციის გეგმების შეჯერება და არა ის, რომ ერთმანეთის პოზიციები განვიხილოთ ამა თუ იმ საკითხებთან დაკავშირებით“, - აცხადებს უდუმაშვილი.

ასეთი დიქტატორი მმართველი, როგორიც ეს ტრამპის საჩუქარი ელჩია საქართველოსთვის, არც როსტომ ხანი ყოფილა და არც ვირონცოვ-დაშკოვი. ნახეთ ერთი, რა ბრძანებებს იძლევა, - ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ თავმჯდომარემ, შალვა ნათელაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა