არჩილ თალაკვაძე პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილედ აირჩიეს
არჩილ თალაკვაძე პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილედ აირჩიეს.
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე თალაკვაძის კანდიდატურას 86-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგი კი არცერთი არ იყო.
ორი წლის განმავლობაში, 2019 წლის ივნისიდან არჩილ თალაკვაძე პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობას იკავებდა. ამ თანამდებობაზე ის კახა კუჭავამ შეცვალა.