თეგებით ძიება

შეჩერდეს დანიშვნის პროცედურა, სანამ უზენაესი სასამართლოს პალატა გადაწყვეტილებას არ მიიღებს - ვენეციის კომისიის რეკომენდაციები

,ვენეციის კომისია საერთო სასამართლოების შესახებ ორგანულ კანონში ცვლილებებთან და უზენაესი მოსამართლების არჩევის წესთან დაკავშირებით რეკომენდაციებს აქვეყნებს. ახალ დასკვნაში ნათქვამია, რომ მიუხედავად ცვლილებებისა, არსებობს გარკვეული რეკომენდაციები, რომლებიც უნდა იქნას გათვალისწინებული:

"განხილული იქნას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობის შეცვლა შემდგომი გადაწყვეტილებების მისაღებად;

შეჩერდეს დანიშვნის პროცედურა, სანამ უზენაესი სასამართლოს პალატა გადაწყვეტილებას არ მიიღებს;

კანდიდატებთან მიმართებაში თანაბარი დამოკიდებულების უზრუნველსაყოფად, შესაძლოა პროცედურას განახლება დასჭირდეს.

"ვენეციის კომისია რჩება საქართველოს ხელისუფლების განკარგულებაში ამ საკითხებზე შემდგომი დახმარებისთვის", - ნათქვამია განცხადებაში.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატების შერჩევის კანონპროექტი საქართველოს პარლამენტმა დაჩქარებული წესით 1-ელ აპრილს მიიღო.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა