ნიკა მელიას სასამართლო პროცესის გაგრძელებას არანაირი აზრი არ ჰქონდა - გიორგი ხვდელიანი
ნიკა მელიას დღევანდელ პროცესს ენმ-ს წევრი გიორგი ხვედელიანი გამოეხმაურა. მისი თქმით, სასამართლო პოლიტიკურ დაკვეთებს იღებს, ამიტომ მის გაგრძელებას ანაირი აზრი აღარ აქვს. ხვედელიანი მხარდაჭერას უცხადებს ნიკა მელიას:
"დღეს სასამართლო იღებს პოლიტიკურ დაკვეთებს, დღეს ამ პროცესის გაგრძელებას არანაირი აზრი არ ჰქონდა, იმიტომ რომ პოლიტიკური მომენტები არის კიდევ უფრო მეტად გამოსაკვეთი, აქედან გამომდინარე, ადვოკატმა დააყენა შუამდგომლობა, რომ პროცესი გადაიდოს. ჩვენ ვერანაირ აზრს იქ ყოფნისას ვერ ვხედავთ და მოვედით იქ, სადაც არის ნიკა მელია, რომ გავამხნევოთ და გადავცეთ ის რეალობა, რომელსაც ჩვენ საზოგადოებაში ვგრძნობთ, ეს არის მხარდაჭერა უპირობო და ცალსახა ნიკა მელიას მიმართ" - განაცხადა ხვედელიანმა.
შეგახსენებთ, მელიას ადვოკატმა გიორგი კონდახაშვილმა პროცესის გადადების შუამდგომლობა დააყენა, რაც მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა დააკმაყოფილა. ოპოზიციონერი ლიდერის სასამართლო 13 მაისს გაიმართება.