თეგებით ძიება

ვანდალიზმი ბათუმში - “შეყვარებული ტურისტი ყირამალა“ მილებად გადააქციეს

ვანდალიზმი ბათუმში - ქანდაკებები “შეყვარებული ტურისტი ყირამალა“ ნაწილებად დაშალეს და "მილებად აქციეს".ინფორმაციას სოციალურ ქსელში საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი , ავრცელებს:
" “შეყვარებული ტურისტის“ მკვლელობის საქმე“შეყვარებული ტურისტის“ ქანდაკებების სერია მხატვარმა გელა წულაძემ 2009 წელს სპეციალურად ბათუმისთვის მოიფიქრა. პირველი “შეყვარებული ტურისტი“ ზურგჩანთა გულით, ბათუმის შესასვლელთან, გვირაბის თავზე ბათუმისკენ მიემართება.საოცრებათა მოედნიდან ტურისტის სიყვარულის ისტორია იწყება და ყველა ტრანსფორმაციაში მეგობრობას, ენერგიას, ოპტიმიზმს, სიხარულს და სიყვარულს უზიარებს ყველას, ვისი მხედველობის არეალშიც მოხვდება. ახალი ბულვარის დასაწყისამდე ტურისტი სიყვარულის მშვენიერ ისტორიებს აგროვებს და აქ უკვე ზუსტად იცის, რომ სიყვარული სასწაულია, და თვით ყირამალა დგომაც კი ლამაზი და სასიამოვნოა, როდესაც შეყვარებული ხარ - ეს ისტორია „აჭარის სასწაულის“ იდენტური და მომავლის მესიჯია, რომ სიყვარულით ყველაფერი შესაძლებელია. ქართული ოცნების ხელისუფლებამ “შეყვარებული ტურისტი ყირამალა“ ამ მილებად გადააქცია ეს მისი მმართველობის იდენტური მესიჯია, რომ სიყვარულის ადგილი აქ არ არის. “შეყვარებული ტურისტი ყირამალა“ აუცილებლად დაბრუნდება მზისა და ზღვის ქალაქში, იმიტომ რომ მისი ადგილი ნამდვილად იქ არის" , - წერს "ფეისბუქზე" სააკაშვილი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა