თეგებით ძიება

ზალკალიანი - მადლობა ჩინეთს დონაციისთვის

ადლობა ჩინეთს დონაციისთვის - ასე ეხმაურება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი საქართველოში "სინოვაკის" ვაქცინის ჩამოტანას.

„ჩინეთის ნაჩუქარი „სინოვაკის“ ვაქცინა საქართველოშია. უდიდესი მადლობა ჩინეთს დონაციისთვის და უნგრეთს მისი წვლილისთვის, რომელმაც უზრუნველყო ვაქცინების უსაფრთხო ტრანსპორტირება. ქვეყნებს შორის სრულყოფილი თანამშრომლობის კიდევ ერთი შესანიშნავი მაგალითი გამანადგურებელი „კოვიდ-19“-ის მტრის წინააღმდეგ“, – წერს ზალკალიანი.

შეგახსენებთ, საქართველოში ჩინური წარმოების "სინოვაკის" ვაქცინის 100 ათასი დოზა ჩამოვიდა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა