ამერიკის საელჩოს შეშფოთებას არ ვიზიარებ – რამაზ საყვარელიძე
პოლიტიკის ექსპერტი რამაზ საყვარელიძე ამერიკის საელჩოს განცხადებას ეხმაურება, რომელშიც „ქართული ოცნება“ გაკრიტიკებულია იმის გამოც, რომ ოპოზიციამ ადმინისტრაციული კოდექსის განხილვაში მონაწილეობა არ მიიღო.
საყვარელიძის შეფასებით, ამ საკითხთან დაკავშირებით, ამერიკის საელჩოს შეშფოთების საფუძველი ნამდვილად არ ჰქონდა.
„ამერიკის საელჩოს შეშფოთებას არ ვიზიარებ, მაგრამ შენიშვნას – კი. ყველას კარგად მოეხსენება, რა პროცესები უძღოდა წინ ამ ყველაფერს, თუმცა, რა თქმა უნდა, შეიძლებოდა, კოლეგიალობის გამოვლენა. ეს კანონი ერთობლივი მუშაობის საგანი უნდა გამხდარიყო, ამიტომ ამერიკის კრიტიკა ბუნებრივი იყო.
„ქართულმა ოცნებამ“ ბევრი ნაბიჯი გადადგა იმისთვის, რომ ოპოზიციისთვის პარლამენტში გზა გახსნილიყო. საელჩოს შეშფოთება კი მეტისმეტად გადაჭარბებული ემოციაა. სურვილი შეიძლებოდა გამოთქმულიყო ასეთი ნაბიჯის, თუმცა, ამერიკის საელჩოს შეშფოთების საფუძველი ნამდვილად არ ჰქონდა“,- განაცხადა პოლიტოლოგმა.
ინფორმაციისთვის, აშშ-ის საელჩომ „ქართული ოცნება“ იმის გამო გააკტირიკა, რომ ოპოზიციამ ადმინისტრაციული კოდექსის განხილვაში მონაწილეობა არ მიიღო.