ლევან იოსელიანი: ნიკა მელია თუ იქნება ოპოზიციის მერობის კანდიდატი, ჩვენი პარტიის მხარდაჭერა მას არ ექნება
ნიკა მელია თუ იქნება ოპოზიციის მერობის კანდიდატი, ჩვენი პარტიის მხარდაჭერა მას არ ექნება, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ წევრმა, ლევან იოსელიანმა განაცხადა.
მისი თქმით, არ იცის ოპოზიციაში რა პროცესები მიდის, რადგან დიდი ხანია "მოქალაქეები" მათთან აღარ არიან.
„არ ვიცი, ოპოზიციაში რა პროცესები მიდის, ხან ერთად არიან, ხან იყოფიან, ხან ერთმანეთს ედავებიან, ხან ეფერებიან, ეგ არ არის ჩემი საქმე. ერთადერთი ის ვიცი, რომ თუ ნიკა მელია იქნება მერობის კანდიდატი, ჩვენი პარტიის მხარდაჭერა მას არ ექნება“, – განაცხადა იოსელიანმა.