თეგებით ძიება

არ არსებობს ფორმულა, რომელიც ივანიშვილს დაამარცხებს "ნაციონალური მოძრაობის" გარეშე - დეკანოიძე ვაშაძეს პასუხობს

ენმ-ს წევრი ხატია დეკანოიძე "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერს გიორგი ვაშაძეს პასუხობს. მისი განმარტებით, არ არსებობს ფორმულა, რომელიც ივანიშვილს ამ შემთხვევაში თვითმმართველობის არჩევნებში დაამარცხებს. როგორც დეკანოიძე აცხადებს, ნიკა მელია გამორჩეული ლიდერია და მასზე ვაშაძის განცხადება არასწორია:

"როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ მსგავსი წინადადებებით და სიტყვებით, მათ შორის ვსაუბრობთ ადამიანზე, რომელიც არის საპყრობილეში, რომელიც არის უდავოდ, არა მხოლოდ ყველაზე უფრო დიდი ოპოზიციური პარტიის ლიდერი, მე ნიკაზე მაქვს საუბარი, არამედ გამორჩეული ლიდერი. რბილად რომ ვთქვათ, არის არასწორი.

არასდროს არავის დაუშლია არავისთვის შესაბამისი ხმები მოეპოვებინა თუნდაც საპარლამენტო არჩევნებში, მიუხედავად გაყალბებისა, მათ შორის თუნდაც ისანში მე და გიორგი ვაშაძე კონკურენტები ვიყავით. არ არსებობს ფორმულა, რომელიც ბიძინა ივანიშვილის დაამარცხებს ნაციონალური მოძრაობის გარეშე ჩვენი მხარდამჭერების გარეშე", - აცხადებს დეკანოიძე.

შეგახსენებთ, დღეს გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომ თბილისის მერობის არჩევნებზე ოპოზიციის საერთო კანდიდატის წარდგენა "მარცხის ფორმულაა".


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა