თეგებით ძიება

არჩევნებში "ნაციონალური მოძრაობის" მერობის კანდიდატის მხარდაჭერა მარცხის ფორმულაა - გიორგი ვაშაძე

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე, აცხადებს, რომ თუ თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიცია "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატურას დაუჭერს მხარს, ეს პირდაპირ წაგებას ნიშნავს.

როგორც ვაშაძე აღნიშნავს, უნდა შეიქმნას მესამე ცენტრი, რომელიც დააყენებს მერობის კანდიდატს.

"ეს არის მარცხის ფორმულა, თუ ყველა ოპოზიციური პარტია მხარს "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატს დაუჭერს. მე მინდა გამარჯვების ფორმულა. ჩვენ ვიცით, რომ მიშა-ბიძინას დაპირისპირებაში არჩევნებზე, სამწუხაროდ, ბიძინა იმარჯვებს. ამიტომ, უნდა შევქმნათ მძლავრი მესამე ცენტრი, რომელიც კანდიდატურას დააყენებს. ეს არის ჩემი და"სტრატეგია აღმაშნებელის" პოზიცია.

ამ საკითხზე არასწორია ახლა დისკუსია, საპატიმროშია ჯერ კიდევ პოლიტპატიმარი ნიკა მელია.
კანდიდატებზე არ გვიმსჯელია, რაც შეეხება ჩემს კანდიდატურას - მზად ვარ პერსონალური ამბიცია გადავწიო უკან. შეიძლება ჩემს გუნდს სხვა პოზიცია ჰქონდეს, მაგრამ მე მზად ვარ. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მძლავრ, საერთო კანდიდატზე ვიფიქროთ", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ, ექნება თუ არა მისი მხარდაჭერა "ნაციონალური მოძრაობის" მერობის კანდიდატს თვითმმართველობის არჩევნებში.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა