თეგებით ძიება

"ჩვენი ჩვეულებრივი საუბრებიც ტელეფონის მიკროფონის გავლით მართლა ხვდება ფეისბუქზე. და ეს ნორმალურია?" - ნინო ჯანგირაშვილი

ჟურნალისტი, ნინო ჯანგირაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

"ძველი თემაა ეს მაგრამ ახლა დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, რომ ასეა, საკუთარ თავზე გამოვცადე ორჯერ . დღეს უკვე მეორედ მოხდა, რომ მაღაზიაში ვიყიდე პროდუქტი, რომლის სახელწოდება ვახსენე, რადგან კონსულტანტს ველაპარაკებოდი და რჩევას ვეკითხებოდი. ცოტა ხანში გავხსენი ფეისბუქი და ნიუსფიდში ამომიგდო ამ პროდუქტის რეკლამა. მანამდე არასოდეს, ნამდვილად, არცერთხელ ეს პროდუქტები არ დამისერჩავს არსად, არც ფეისბუქზე, არც გუგლში. სრული პასუხისმგებლობით ვამბობ. ორივე ჯერზე ისეთი სპეციფიური პროდუქტი იყო, რომ მისი რეკლამის შემთხვევით ამოგდების შანსიც მინიმალურია. ფეისბუქ ალგორითმი ჩემი სერჩის ისტორიის მიხედვით ვერ შემომთავაზებდა ამ რეკლამას. გამოდის რომ ჩვენი ჩვეულებრივი საუბრებიც ტელეფონის მიკროფონის გავლით მართლა ხვდება ფეისბუქზე. და ეს ნორმალურია?", - წერს ჯანგირაშვილი ფეისბუქზე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა