თეგებით ძიება

"უკან მოგადგებიან მანქანები და აგიკლებენ საყვირებით... ეს არასრუფასოვნების კომპლექსის ნაწილია"

ფოტოხელოვანი გოგა ჩანადირი ტრანსპორტით გადაადგილებისას მძღოლების ქმედებებსა და ქცევებს სოციალურ ქსელში ეხმაურება:

"უკან მოგადგებიან მანქანები და აგიკლებენ საყვირებით. მაშინვე ხვდები, რომ ეს აგრესიაა, ეს რაღაცის დამტკიცების სურვილია, ეს არასრუფასოვნების კომპლექსის ნაწილია.

სინამდვილეში, ნელა სიარულის მიზეზი ბევრია - დასახლებული ადგილები, საიდანაც, შეიძლება, ბავშვი გამოიქცეს, დაზიანებული გზა, ახალბედა მძღოლი, მანქანაში პატარა ბავშვები და ასე შემდეგ.

ამ დროს შენ უსიგნალებ აგრესიულად, რამდენჯერმე, აფრთხობ მძღოლს, აწუხებ მოსახლეობას და აჩვენებ შენს უკულტურობასაც.
თუ პრობლემაა, შუქებით ანიშნე მაინც.

არა დასიგნალებას!", - წერს ჩანადირი ფეისბუქზე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა