თეგებით ძიება

"ეს ჩემთვის წარმოუდგენელი მეხი იყო... 4 თვის ფეხმძიმე ვიყავი და ბავშვი დავკარგე...“ - ირმა სოხაძე

მომღერალი ირმა სოხაძე "ფარულ კონვერტს" სტუმრობდა , სადაც ერთ-ერთი მძიმე ისტორია გაიხსენა - 80-იან წლებში, ირმა სოხაძე "პირველ არხზე“ მიუზიკლის, "ზღაპარქალაქის“ ჩასაწერად ემზადებოდა, როდესაც ის ამ არხზე მომუშავე სამი ცნობილი ქალბატონის ინტრიგის მსხვერპლი გახდა და მიუზიკლის გადაღება ჩაიშალა…

მომღერალმა კონვერტი არ გახსნა, თუმცა ამ ამბის შესახებ ისაუბრა…
"ეს სამი ქალბატონი არ იყო ჩვენი რედაქციის წევრი…

ეს იყო ჩემს ცხოვრებაში მეორე დიდი ტრავმა, რომელიც შემხვედრია. ძალიან დიდი ბოროტება ჩაიდინა, ერთი დედაჩემის მეგობარი იყო… მაგრამ რაღა აზრი აქვს მათი სახელებისა და გვარების ხსენებას. ამიგორეს, მუსიკაც და ტექსტიც ირმა სოხაძისაა, რა, ჩარლი ჩაპლინიაო?!.. დამიბარა თავმჯდომარემ. არ იქნება ამისი ჩაწერაო… წარმოუდგენელი მეხი იყო. სამი თვე ამით ვცხოვრობდი. პირველი მიუზიკლი უნდა ჩამეწერა, საბავშვო… ვიყავი 4 თვის ფეხმძიმე. სახლში მისული ცუდად გავხდი, წამიყვანეს საავადმყოფოში. ბავშვი ვერ შევინარჩუნე… სამი თვის შემდეგ, როცა გამოვედი საავადმყოფოდან და მოვიშუშე ყველანაირი ტკივილი, დამირეკა გიგა ლორთქიფანიძემ და მითხრა, რომ მიუზიკლის ჩაწერა შედგებოდა…“ ,- ამობს სოხაძე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა