თეგებით ძიება

ეროვნული ვალუტის ახალი კურსი

სებ-მა ეროვნული ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 5 მაისის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 3.4399 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.4398 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში -0.01 თეთრი შეადგინა.

გამყარდა ევრო, რომლის კურსი 4.1334 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 4.1319 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.15 თეთრი შეადგინა.

გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.4114 ლარს შეადგენს, ხოლო გამყარდა ფუნტი და 4.7873 ლარი ეღირება.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან, 6 მაისიდან შევა ძალაში.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა