თეგებით ძიება

"მთელს ჩემს ოჯახს იცნობ, რამ დაგაწერინა ეს სისულელე?" - ვის მიმართავს ანდრია ჯაღმაიძე

საქართველოს საპატრიარქოს პრესმდივანი, ანდრია ჯაღმაიძე სოციალურ ქსელში თეოლოგ ლადო (ვლადი) ნარსიას მიმართავს:

"მადლობა ჩემს დიდი ხნის მეგობარს, ლადო ნარსიას, რომლისთვისაც ბოლო ორი წელია რუსეთის აგენტად ვიქეცი, მანამდე პრობლემა არ ჰქონდა ჩემთან ურთიერთობაში. ეხლა დაუფარავად განაცხადა ეს.

შეკითხვა მაქვს ლადოსთან, როცა ვმეგობრობდით მაშინაც ვიყავი რუსეთის აგენტი, თუ მას მერე ვიქეცი აგენტად რაც რიგ საკითხებში ვერ შევთანხმდით?
მეგონა პირად შეურაცხყოფაზე და ცილისწამებაზე გადასვლის სიმდაბლე გესმოდა. ცილისწამება რაღა არის შენთვის, როგორც ქრისტიანისათვის და თეოლოგისათვის?

მთელს ჩემს ოჯახს იცნობ, რამ დაგაწერინა ეს სისულელე?

არ მეგონა რომ ასეთ დაბალ შეფასებას მივცემდი როდისმე შენს საქციელს.ნოლია დღეიდან შენი თეოლოგიური ანალიზების ფასი.
ჩემს შეურაცხყოფას არ ვჩივივარ, საკუთარი სინდისის წინააღმდეგ რომ წასულხარ, ეგ მაჯავრებს, ვინ დაგიფასებს ასეთ უსინდისობას არც კი ვიცი", - სასულიერო პირი ფეისბუქზე.

[flash=425,264]

მადლობა ჩემს დიდი ხნის მეგობარს, ლადო ნარსიას, რომლისთვისაც ბოლო ორი წელია რუსეთის აგენტად ვიქეცი, მანამდე პრობლემა არ...Posted by Andria Jagmaidze on ხუთშაბათი, 06 მაისი, 2021

[/flash]


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა