თეგებით ძიება

მაია შიშნიაშვილი - ფოტო ჩუმად გადავიღე, შვილიშვილი დიდი სიყვარულით ეფერებოდა აცრაზე ჩამოყვანილ უფროსებს

ორგანიზაცია “ხელი ხელს” დამფუძნებელი, მაია შიშნიაშვილი, სოციალურ ქსელში ემოციურ ფოტოს აქვეყნებს, რომელიც, როგორც ექიმი აღნიშნავს, ჩუმად გადაიღო.

შვილიშვილმა, რომელმაც აცრაზე უფროსები ჩამოიყვანა, მათ ეფერებოდა და ვაქცინაციის მნიშვნელობაში არწმუნებდა.

ექიმის სტატუსს უცვლელად გთავაზობთ:

“ამ ემოციას ვერ დავტოვებდი. ფოტო ჩუმად გადავიღე. შვილიშვილი (სავარაუდოდ) დიდი სიყვარულით ეფერებოდა აცრაზე ჩამოყვანილ უფროსებს.
ვაქცინის პირველი დოზისას ვაკვირდებოდი აცრებზე მოსულ 55 წლის ზემოთ ადამიანებს. მათ შორის უმეტესობა ალბათ 65-ს ზემოთ იყო. მეორე დოზის მიღებისასაც. დედა რომ მივიყვანე ორჯერ, მაშინაც.
ყველა ჯერზე, აბსოლუტური უმეტესობა იქ მოსული ე.წ. ასაკიანი ადამიანების იყვნენ ისინი, ვისზეც ვიღაც ზრუნავდა, ან შვილი, ან შვილიშვილი, ან ვინმე უახლოესი ოჯახის წევრი და მოყვარული;

ისე ჩანდა, რომ ეს მოყვარული ადამიანები აორგანიზებდნენ მათ აცრის ადგილებამდე ტრანსპორტირებას, უხსნიდნენ, არწმუნებდნენ ვაქცინაციის მნიშვნელობაში. სანდოობა რომ მაღალი იქნებოდა, ეგეც ცხადია – მზრუნველი ადამიანს რომ მისთვის კარგი ენდომებოდა, ხომ ბუნებრივი და გასაგები იქნებოდა?

შედარებით და (მგონი უფრო გაცილებით) მცირე იყო ის ნაწილი ის ხალხი, ვინც 65-ს ზემოთ ფუნქციური ჩანდა, საქმიანი, საკუთარ თავსაც თვითონ უგეგმავდა ჯანმრთელობაზე ზრუნვას და აცრას. იყვენ 80 წელს გადაცილებულები, ისინიც, ვინც ჟანგბადის პორტატული აპარატით იქვნენ, ისინიც, ვინც ეტლით მოიყვანეს ოჯახებმა, ან უბრალოდ კეკლუცი ასაკიანები, ისინიც, ვინც კარგად მოვლილები და ბედის მეტ-ნაკლებად ნებიერები იყვნენ…

ჰოდა, ახლა რომ ვფიქრობ იმ ადამიანებზე, მაღალი რისკის ჯგუფის ასაკიან ადამიანზე, რომელსაც ან არავინ ყავს სახლში, შორს ცხოვრობენ, ან თვითონ არ დარდობენ არც დაავადებაზე და შესაბამისად, ვაქცინაციის მნიშვნელობასაც უგულვებელყოფენ, ანდა, ძალიანაც ღელავენ, მაგრამ თვითონაც არ აქვთ ტრანსპორტირების საშუალება, მათ როგორ აცრიან? ან იმათმა რა ქნან, ვინც სოფელში ცხოვრობს და რაიონულ ცენტრში უწევთ წამოსვლა? არც ინტერნეტით სარგებლობა იციან, არც დროულად დარეგისტრირების საშუალება აქვთ? ხომ ვიცით, როგორი ტემპით ივსება ვაქცინაციისთვის ადგილები?

მოკლედ, ეგაა არასწორი მისაწვდომობა ვაქცინებზე და ჯანდაცვაზე, სხვა კი არაფერი.

ჰოდა, ჩემო ძვირფასო ადამიანებო, მათ ვისაც გაქვთ რამე შანსი თქვენს სიახლოვეს მაღალი რისკის ჯგუფის მქონე ადამიანები დაარეგისტრიროთ ვაქცინებზე, დააორგანიზოთ ან დააკვალიანოთ მაინც სად და როგორ უნდა მივიდნენ ასაცრელად, თან რა უნდა ჰქონდეს, რომელ საათზე და ა.შ. გააკეთეთ. აუხსენით, დაარწმუნეთ. მერწმუნეთ, უარზე არ არიან, უბრალოდ ვიღაცა ახლობელმა უნდა უთხრას. ტელევიზია და სხვა რამერუმეები, საკმარისი არაა მათთვის. აბა წარმატებები!

პ.ს. შშმ პირებზე ჯერ არაფერი დამიწერია. მაგაზე მერე.”-წერს მაია შიშნიაშვილი.

მაია შიშნიაშვილი - ფოტო ჩუმად გადავიღე, შვილიშვილი დიდი სიყვარულით ეფერებოდა აცრაზე ჩამოყვანილ უფროსებს


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა