თეგებით ძიება

"ხელისუფლების გეგმა – ნიკა მელია ან ციხეში ჩარჩენილიყო ან კრიმინალ სამართალდამცავ დამნაშავეებთან ერთად ამნისტიით განთავისუფლებულიყო, ჩაშლილია!" - სარიშვილი

ყოფილი პარლამენტარი, ირინა სარიშვილი "ნაცმოძრაობის" თავმჯდომარისთვის ევროკავშირის მიერ გირაოს გადახდას სოციალურ ქსელში ეხმაურება:

"რადიო "თავისუფლება" იუწყება: ევროკავშირმა ნიკა მელიას სასარგებლოდ 40 ათასი ლარის გირაო გადაიხადა. ევროკავშირი აღნიშნულთან დაკავშირებით მადლობას უხდის ორ დამოუკიდებელ ორგანიზაციას, რომელიც დათანხმდა ამ პროცესში მნიშვნელოვანი მხარდაჭერის გაწევაზე.
ხელისუფლების და მისი დამქაშების გეგმა – ნიკა მელია ან ციხეში ჩარჩენილიყო ან კრიმინალ სამართალდამცავ დამნაშავეებთან ერთად ამნისტიით განთავისუფლებულიყო, ჩაშლილია!

ბრძოლა გრძელდება!", - წერს ფეისბუქზე სარიშვილი.

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ევროკავშირმა \'ნაცმოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას გირაოს თანხა ჩარიცხა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა