თეგებით ძიება

კოვიდაცრილებს პრივილეგიები უნდა ჰქონდეთ - მანჩო გიორგობიანი

სამოქალაქო აქტივისტი, მანჩო გიორგობიანი მიიჩნევს, რომ კოვიდაცრილ ადამიანებს აუცრელებზე მეტი უფლებები და პრივილეგიები უნდა ჰქონდეთ.

"აცრილების პრივილეგიებზე დიდი მითქმა-მოთქმაა , ამიტომ ვიტყვი ჩემ დამოკიდებულებასაც ...
არ ვარ აცრილი და არც ვიცი როდის ავიცრები, მაგრამ ვფიქრობ, რომ აცრილებს ჩემზე მეტი უფლებები უნდა ჰქონდეთ ...
ეს იქნება უპირბადეოდ სიარული, თუ კომენდანტის საათის დარღვევის უფლება, ან სხვა რამე - არ ვიცი , მაგრამ ნამდვილად ეკუთვნით უპირატესობა...
და სულაც არ ჩავთვლი, რომ ჩემი უფლებები ირღვევა, არანაირად!

რადგან იქნება არჩევანი ან აიცრა და მიიღო მეტი თავისუფლება, ან არ აიცრა და შეგეხოს მეტი შეზღუდვები, ვიდრე აცრილს...
აქ ლაპარაკია უფლებების მეტ-ნაკლებობაზე და არა იმაზე, რომ აუცრელებმა საერთოდ არ უნდა გამოვყოთ ცხვირები...
p.s. რა თქმა უნდა , ვლაპარაკობ იმ პერიოდზე, როცა აცრილებში უკვე გამომუშავებულია ანტისხეულები და აღარ არიან ვირუსის მატარებლები...", - წერს გიორგობიანი ფეისბუქზე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა