საზოგადოებამ გმირის ნაცვლად fake-გმირი მიიღო - დავით ჩიხელიძე ნიკა მელიაზე
„ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დადგმული ტრაგიკომედია დასრულდა, სპექტაკლის ფინალი ნაცებისთვის მოულოდნელად განვითარდა, მათ ჰქონდათ მცდელობა, მელია საზოგადოების თვალში გმირად წარმოეჩინათ, მაგრამ საზოგადოებამ გმირის ნაცვლად fake-გმირი მიიღო,“ - ამის შესახებ დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე აცხადებს.
მისი თქმით, მელიასთვის გირაოს გადახდა ვერ გადაფარავს ამნისტიის საკითხს და ამნისტია აუცილებლად განხორციელდება როგორც ამას შარლ მიშელის დოკუმენტის სულისკვეთება ითვალისწინებს:
„მელიას ბოლო განცხადებებს თუ გადავხედავთ დავინახავთ, რომ მელია და პრინციპულობა ერთმანეთისგან შორსაა.
განცხადება პირველი: „ვერ დამიჭერენ“. რამდენიმე დღეში მელიას დაკავების კადრები მთელმა საქართველომ იხილა.
განცხადება მეორე: „გირაოს არ გადავიხდი“- გირაო გადახდილია, აქ არ აქვს მნიშვნელობა თანხის წარმომავლობას, მთავარი ფაქტია, ფაქტი კი ის არის რომ გირაოს თანხა სრულად არის გადახდილი.
განცხადება მესამე: „ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია ამნისტიის კანონპროექტი“.
განცხადება მეოთხე: „99,9% მე პარლამენტში არ და ვერ შევალ“.
როგორც ვხედავთ, პირველი ორი განცხადება არ შეასრულა, მალე ამნისტიის პროექტს დათანხმდება და ფინალურ სცენარში პარლამენტში შევა, ოღონდ არა ძალადობრივი გზით, ისე როგორც 20 ივნისს აპირებდა, არამედ ცივილური ფორმებით.
მელიას გირაოს თანხა, რომელიც „ევროპულმა ფონდმა დემოკრატიისთვის“ (European Endowment for Democracy) გადაიხადა, რომელიც საქმის არსებით განხილვამდე პატიმრობის გირაოთი ჩანაცვლებას შეეხება, შესაბამისად გირაოს გადახდა, ვერ გადაფარავს ამნისტიის საკითხს და ამნისტია აუცილებლად განხორციელდება როგორც ამას შარლ მიშელის დოკუმენტის სულისკვეთება ითვალისწინებს“, - აცხადებს დავით ჩიხელიძე.