ნიკა მელიას არაერთხელ გადაუთქვამს თავისი სიტყვა - გიორგი ამილახვარი
ნიკა მელიას არაერთხელ გადაუთქვამს მისი სიტყვა, ეს იყო დაჭერა არდაჭერასთან დაკავშირებით, ეს იყო გირაოს თანხის მიღებასთან დაკავშირებით. შესაბამისად, ვვარაუდობთ, რომ იგივე მოხდება ამნისტიასთან დაკავშირებით, რომ ის თანხმობას განაცხადებს ამნისტიაზე, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გიორგი ამილახვარმა განაცხადა.
„თუმცა მიუხედავად ამისა, ამნისტია არ ეხება მხოლოდ ნიკა მელიას, ის ეხება ყველა პირს დაკავშირებულს 20 ივნისის მოველნებთან, ამიტომ „ქართული ოცნება“ ამნისტიის კანონპროექტს ყველა შემთხვევაში მიიღებს.