თეგებით ძიება

ლევან იოსელიანი: ამნისტია დაპირისპირების საგანი არ უნდა გახდეს

თუ ვერ ვთანხმდებით ამნისტიის კანონზე, იმაზე უნდა შევთანხმდეთ, რომ ამაზე ვერ ვთანხმდებით და მოძრაობა წინ უნდა გავაგრძელოთ, - ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან იოსელიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, ამნისტიის კანონპროექტი დამატებითი დაპირისპირების საგანი არ უნდა გახდეს.

„თუ საერთო ფორმულირებამდე მოვალთ, კარგი იქნება, თუ არადა, მმართველი პარტიისა და ოპოზიციის მიერ ცალ-ცალკე კანონპროექტით სიარული საწინააღმდეგოა იმ სულისკვეთების, რაც შარლ მიშელის დოკუმენტშია ასახული. რეალურად, ამნისტია ხომ იმიტომ იყო ჩაწერილი, რომ ნიკა მელიას გამო მოხდა, მისი ასახვა? ეს ამნისტია ერთ ადამიანს ვერ შეეხება, ფაქტია და სხვა პირები შემოდიან ორივე მხრიდან, ამან გაართულა კონსენსუსის მიღწევა.

თუ პარლამენტში „ნაციონალური მოძრაობა” შემოვა, კარგია და თუ არადა, მათი არჩევანი იქნება. პოლიტპატიმრობას არ განსაზღვრავს, გირაოს ვინ იხდის, მნიშვნელოვანია, საქმე როგორ არის მის წინააღმდეგ აღძრული. 20 ივნისის საქმეები კრიტიკას ვერ უძლებს, რადგან საკმარისი მტკიცებულებები არ არის“, - განაცხადა ლევან იოსელიანმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა