ჩემი ოცნებაა ქვეყანა გავამთლიანოთ...მერე, როცა უფალი ინებებს, იქნებ გამიშვას ამ გზიდან, ჩემ სოფელში მინდა დავსახლდე - ვასაძე
ლევან ვასაძე ამბობს, რომ მისი ოცნებაა ქვეყანა გამთლიანდეს. ამის შესახებ ახალი საზოგადოებრივი მოძრაობა "ერის" ლიდერი, ლევან ვასაძე, დღეს გავრცელებულ ვიდეომიმართვაში საუბრობს:
“ჩემი ოცნება არის ერთადერთი, რომ ქვეყანა გავამთლიანოთ, გადავარჩინოთ, უკეთესი ადგილი გავხადოთ მშრომელი და ღირსეული ოჯახებისათვის და მერე, როცა უფალი ინებებს, იქნებ გამიშვას უფალმა ამ გზიდან, რომ ჩემ სოფელში მინდა დავსახლდე გურიაში და თავისუფლად დავდიოდე ჩემი ქვეყნის ქუჩებში. ეს არის ჩემი მიზანი”, - აცხადებს ვასაძე.