თეგებით ძიება

ევროკავშირი გირაოს გადახდით ქართული ოპოზიციის დაპატიმრებულ ლიდერს ათავისუფლებს - Guardian-ის სტატია ნიკა მელიაზე

გამოცემა Guardian ენმ-ს ლიდერის ნიკა მელიას შესახებ სტატიას აქვეყნებს, სადაც მთავარ უპრეცედენტო ფაქტზე - ევროკავშირის მიერ გირაოს გადახდაზე აკეთებს აქცენტს.

პუბლიკაციაში ასევე საუბარია მელიას დაკავები სპეცოპერაციასა და მის ფორმაზე, რა დროსაც პოლიციამ ოპოზიციის ოფისის შეობაზე მიიტანა შტურმი.

"საქართველოს მთავარი ოპოზიციური პარტიის "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე მელია თებერვალში ძალის გამოყენებით დააკავეს, პარტიის ოფისზე შტურმის მიტანის დროს, რასაც პროტესტი და დასავლეთის მწვავე კრიტიკა მოჰყვა" - ვკითხულობთ პუბლიკაციაში.

სტატიაში ნათქვამია ასევე, რომ მელიას გათავისუფლებამ, შესაძლოა, ქვეყანაში არჩევნების შემდგომ შექმნილი პოლიტიკური კრიზისი დაასრულოს.

"მელიამ გააერთიანა გახლეჩილი ოპოზიცია, აირჩიეს მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერად, რომელმაც შექმნა "ქართული ოცნების" მმართველობის წინააღმდეგ უპრეცედენტო ერთიანი ოპოზიციური ფრონტი - ვკითხულობთ სტატიაში.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა