თეგებით ძიება

ლევან იოსელიანის თქმით, მომავალი არჩევნები არ უნდა იყოს კითხვებით სავსე

ლევან იოსელიანის თქმით, მომავალი არჩევნები უნდა ჩატარდეს ისე, რომ პოლიტიკური კრიზისის წყარო არ გახდეს. როგორც პარლამენტის ვიცე-სპიკერმა კაჭრეთში მიმდინარე შეხვედრამდე აღნიშნა, შარლ მიშელის დოკუმენტმა გაითვალისწინა საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების სხვანაირად მოწესრიგება.

„რამეზე თუ უნდა შევთანხმდეთ, ისაა, როგორ ჩავატაროთ არჩევნები, რომ მომავალი არჩევნები არ იყოს კითხვებით სავსე და პოლიტიკური კრიზისის წყარო. ეს ცვლილებები უზრუნველყოფს იმას, რომ შემოგვაქვს ელექტრონული დათვლის და ანაბეჭდების მექანიზმი, ასევე 10%-ის სავალდებულო გადათვლა, საჯარიმო სანქციებია შეკრებაზე და იზრდება საარჩევნო უბნებთან გადაადგილების რადიუსი. ეს ყველაფერი იმის განცდას გააჩენს, რომ საქართველოში არჩევნების გაყალბება შეუძლებელი იქნება. დარღვევები იქნება, მაგრამ მთავარია, ამან გავლენა არ იქონიოს არჩევნების შედეგებზე“, - განაცხადა იოსელიანმა.

მმართველი გუნდის, საპარლამენტო ოპოზიციისა და სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლები კაჭრეთში საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმაზე მსჯელობენ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა