გიორგი ვაშაძე: ამნისტიის საკითხი აღარ გვეჩქარება
ამნისტიის საკითხი აღარ გვეჩქარება, ყველა ერთად ვიმსჯელებთ, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
„ამნისტიის საკითხი უკვე აღარ გვეჩქარება, ყველა ერთად ვიმსჯელებთ. „ქართულმა ოცნებამაც“ ხომ უნდა თქვას თავისი პოზიცია. საერთოდ ვთვლი, რომ რასაც ხელი მოვაწერეთ, ვალდებულება მაქვს, შევასრულო. თუ შეთანხმების ყველა მხარე შეთანხმდა, რაღაცის შესრულება საჭირო აღარ არის, მაშინ პრობლემა არ მაქვს. ჩემს ვალდებულებას რაც ავიღე, აუცილებლად შევასრულებ“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
რას გულისხმობს ამნისტიის შესახებ მმართველი გუნდის მიერ შემუშავებული კანონპროექტი. დეტალურად ნახეთ ამ ბმულზე.
პარლამენტში ამნისტიის 2 კანონპროექტია დარეგისტრირებული - ერთი „ქართული ოცნების“, მეორე კი ოპოზიციის.