ეროვნული ვალუტის ახალი კურსი
სებ-მა ლარის ახალი კურსი დაადგინა. 10 მაისის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 3.4174 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.4324 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 1.5 თეთრი შეადგინა.
გამყარდა ევრო, რომლის კურსი 4.1590 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 4.1450 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 1.4 თეთრი შეადგინა.
გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.4143 ლარს შეადგენს, ხოლო გამყარდა ფუნტი და 4.8182 ლარი ეღირება.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან, 11 მაისიდან შევა ძალაში.