თეგებით ძიება

ნიკა მელია: ხელისუფლებისთვის სერიოზული საფრთხე ვიქნები

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას განცხადებით, მმართველი გუნდისთვის მისი პიროვნება საფრთხეს წარმოადგენს.

მისი თქმით, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს სერიოზულ კონკურენციას გაუწევს.

„ორი შედეგია, ან „ქართულ ოცნებაზე“ დაყრდნობით თანხა ჩაერიცხა მძიმე კრიმინალს, როგორსაც მე მიწოდებენ, საერთაშორისოდ უკვე აღიარებულ კრიმინალს, რომელიც ალბათ კონკურენციას გაუწევს „ქართული ოცნების“ მიერ დასაქმებულ კრიმინალებს, რაც არ მგონია მათთვის იყოს სასიამოვნო ან მეორეს მხრივ, ხელისუფლებას ჩაურიცხეს ფული პოლიტიკოსის გამოსასყიდად.

ორი გამოსავალია. ან კრიმინალი დაიხსნა ცივილიზებულმა სამყარომ, ჩემი სახით, შეიძლება იერით ვგავარ კიდევაც კრიმინალს ან პოლიტიკოსი. ორივე შემთხვევაში, ამ ხელისუფლებისთვის ვიქნები ძალიან სერიოზული საფრთხე“, - აღნიშნა ნიკა მელიამ.

როგორც მან განმარტა, პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით ჯერჯერობით გადაწყვეტილება არ აქვს მიღებული და ამ საკითხზე უახლოეს დღეებში პარტიაში კონსულტაციები გაიმართება.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა