თეგებით ძიება

ნიკა მელია - ბრძოლის გამარჯვების გვირგვინი მე ვერანაირად ვერ ვიქნები

ამ ბრძოლის გამარჯვების გვირგვინი მე ვერანაირად ვერ ვიქნები, რახან ეს პოლიტიკური ციხე დავტოვე, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ ევროკავშირის გირაოთი გათავისუფლების შემდეგ, რუსთავის საპყრობილესთან განაცხადა.

როგორც მელიამ აღნიშნა, თუკი, ოპოზიცია დინამიური იქნება, ბრძოლის მუხტი გაიზრდება.

„ჩემი ღრმა რწმენით, პერიოდულად გვავიწყდება, რა დაუნდობელ მოწინააღმდეგეს ვებრძვით. დარწმუნებული ვარ, მე არ ვარ ბოლო პოლიტიკური პატიმარი, სანამ ბიძინა ივანიშილი ხელისუფლებაშია. თუ ოპოზიცია აქტიურები და დინამიურები ვიქნებით, ბრძოლის მუხტი გაიზრდება. სამწუხაროდ, კიდევ ვიღაც მოხვდება ამ ციხეში“,- განაცხადა ნიკა მელიამ.

3-თვიანი პატიმრობის შემდეგ, ნიკა მელია სასამართომ 10 მაისს გაათავისუფლა. მან ციხე რამდენიმე ცოტა ხნის წინ დატოვა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა