თეგებით ძიება

შეპყრობილი ვარ ბრძოლის ჟინით, გამარჯვება მწყურია - ნიკა მელია

შემართებით ვარ და შეპყრობილი ვარ ბრძოლის ჟინით. გამარჯვება მწყურია, - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ "მთავარი არხის" გენერალურ დირექტორთან, ნიკა გვარამიასთან ექსკლუზიურ ინტერვიუში, საპატიმროს დატოვების შემდეგ განაცხადა.

"შემართებით ვარ და შეპყრობილი ვარ ბრძოლის ჟინით. გამარჯვება მწყურია, ის რაც ბევრს უნდა და ბევრი უბრალოდ ვერ უწევს წინააღმდეგობას ამ რეჟიმს, არა იმიტომ რომ დაიღალა, არა იმიტომ რომ ეშინია. უბრალოდ, უამრავი საყოფაცხოვრებო პრობლემა აქვს.

მე რომ სახლში მშიერი ბავშვი მელოდებოდეს და ჩემ ყოველდღიურ შრომაზე იყოს დამოკიდებული, ის ბავშვი მიიღეს საკვებს თუ ვერ მიიღებენ, წარმოგიდგენიათ, რა მდგომარეობაა და ეს ხომ 10 ათასობით ოჯახში ხდება.

ამიტომ ჩემი აზრით, ბრძოლის ავანგარდში აქტიურად უნდა ვიყოთ ის ხალხი, ვისაც ეს ელემენტარული პრობლემა არ გვაქვს",-თქვა ნიკა მელიამ.

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ რუსთავის N12 პენიტენციური დაწესებულება დატოვა. მას ციხესთან ოჯახის წევრები, მხარდამჭერები და პოლიტიკოსები დახვდნენ.

თბილისის საქალაქო სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა ცოტა ხნის წინ დააკმაყოფილა და ნიკა მელიას პატიმრობა გირაოთი შეცვალა.

ევროკავშირმა "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის გირაოს თანხა ევროკავშირმა 8 მაისს ჩარიცხა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა