თეგებით ძიება

შევა თუ არა "ნაციონალური მოძრაობა" პარლამენტში? - რას ამბობს ნიკა მელია

პარლამენტში შესვლა - არ შესვლასთან დაკავშირებით ხვალიდან გაიმართება ძალიან მჭიდრო კონსულტაციები, - ამის შესახებ პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ განაცხადა.

მისივე განმარტებით, გარდა პარტიის წევრებისა, კოლეგებსაც შეხვდება.

"პარლამენტში შესვლა - არ შესვლასთან დაკავშირებით ხვალიდან გაიმართება ძალიან მჭიდრო კონსულტაციები, პირველ რიგში, "ნაციონალური მოძრაობის" ფარგლებში და ასევე, არასაპარლამენტო პარტიის ლიდერებთან, მათ წარმომადგენლებთან, იმ პარტიებთან, რომლებიც პარლამენტში შევიდნენ. ამას დასჭირდება არაერთი დღე იმისთვის, რომ ჩვენ საბოლოო გადაწყვეტილება მივიღოთ. პარტიაში არის განსხვავებული პოზიციები ამ საკითხებთან დაკავშირებით, პარტიაში რომ კენჭისყრა ჩაატარო "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" პარლამენტში შევიდეს თუ არა, მეც კი ვერ გეტყვით, რა შედეგით დასრულდება.

გარდა იმისა, რომ პარტიის წევრებთან ვაპირებ ამ საკითხების ძალიან დეტალურად გავლას, ამის გარდა, ყველა ჩემს კოლეგას უნდა დაველაპარაკო და მხოლოდ ამის შემდეგ მივიღო გადაწყვეტილება. უბრალოდ, მგონია, რომ გადაწყვეტილება უნდა იყოს რაციონალური,"- განაცხადა ნიკა მელიამ.

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ რუსთავის N12 პენიტენციური დაწესებულება ცოტა ხნის წინ დატოვა. პოლიტიკოსის გასატავისუფლებლად, ევროკავშირმა გირაოს თანხა 8 მაისს ჩარიცხა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა