არის თუ არა ნიკა მელია გიორგი და გრიგოლ ვაშაძეებზე გაბრაზებული? - რას ამბობს გათავისუფლებული პოლიტიკოსი
"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებით, ის კოლეგებზე ნაწყენი არ არის. ამის შესახებ მან საპატიმროს დატოვების შემდეგ , საკუთარ სახლში განაცხადა.
"არც გრიგოლზე და არც გიორგი ვაშაძეზე არ ვარ გაბრაზებული", - აცხადებს ნიკა მელია.
მისი თქმით, საერთო ხედვები უნდა იყოს ჩამოყალიბებული, იმისთვის, რომ ოპოზიციამ გამარჯვებისთვის ბრძოლა წამოიწყოს.