თეგებით ძიება

ძველი პირადობის მოწმობებით არჩევნებში მონაწილეობა აღარ იქნება, მხოლოდ ID ბარათებით - გიორგი ვაშაძე

ძველი პირადობის მოწმობებით არჩევნებში მონაწილეობა აღარ იქნება, შესაბამისად, საკუთარი პოზიციის დაფიქსირება მოქალაქეებს მხოლოდ ID ბარათებით ექნებათ შესაძლებლობა.

როგორც "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ქართული ოცნებისა" და ოპოზიციის შეხვედრის კომენტირებისას განაცხადა, ეს ძალიან მაგარი მიღწევა არის.

"კონკრეტული შედეგი შემიძლია გითხრათ, რაზეც უკვე შევთანხმდით, ეს არის, რომ ძველი პირადობის მოწმობებით არჩევნებში მონაწილეობა აღარ იქნება, ანუ მხოლოდ ID ბარათებით იქნება, რაც არის ძალიან მაგარი მიღწევა, რაც გვაქვს. ეს არის ერთი საათის მიღწევა"

ცნობისთვის, "ქართული ოცნებისა" და ოპოზიციის შეხვედრაზე საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებები განიხილეს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა