თეგებით ძიება

ყველაფრის შემდეგ, საქართველოს ოპოზიციის ლიდერი ნიკა მელია თავისუფალია - ჟიგიმანტას პავილიონისი

ლიეტუვის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, ჟიგიმანტას პავილიონისი "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას საპატიმროდან გათავისუფლებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

"ყველაფრის შემდეგ, საქართველოს ოპოზიციის ლიდერი ნიკა მელია თავისუფალია!" - წერს ჟიგიმანტას პავილიონისი ფეისბუქზე.

ცნობისთვის, ნიკა მელიამ ციხიდან გამოსვლის შემდეგ ჟიგიმანტას პავილიონისს განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა.

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ რუსთავის N12 პენიტენციური დაწესებულება ცოტა ხნის წინ დატოვა. პოლიტიკოსის გასათავისუფლებლად, ევროკავშირმა გირაოს თანხა 8 მაისს ჩარიცხა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა