თეგებით ძიება

"ნახეთ, რა ვქენით...რამდენი მოხუცი გათბება, ჩაიცვამენ მშობლები და ჩააცვამენ შვილებს" - აკა სინჯიკაშვილი

სცენარისტი და ბლოგერი, აკა სინჯიკაშვილი იმ საქველმოქმედო აქციის შედეგებზე წერს, რაც რამდენიმე დღის წინ დაანონსა. მისი თქმით, ვანის შეჭირვებული მოსახლეობისთვის 5 ტონა ნივთი შეგროვდა.

"ყველას სათითაოდ გეუბნებით მილიონ მადლობას, რომ გუშინ, იმ საშინელ წარღვნაში არცერთს არ დაგეზარათ მოსვლა და ნახეთ რა ვქენით... ერთ დღეში მოგროვილი, ერთი დარბაზი ტანსაცმელი და ნივთები ჩავიტანეთ ვანში დღეს. ხუთ ტონაზე მეტია გეფიცებით! შეხედეთ რამდენი მოხუცი გათბება, ჩაიცვამენ მშობლები და ჩააცვამენ შვილებს. რამდენიმე დღე უსაფრთხოების მიზნით გავაჩერებთ და დაიწყება დარიგება.
დიიიიდი მადლობა ვანის მერს, მის მოადგილეს და ვანის პოლიციას დახმარებისთვის და კიდევ ერთხელ უზარმაზარი მადლობა თქვენ ყველას! როგორ ამინდში რამდენი ასეული ადამიანი მოხვედით სხვების დასახმარებლად, ვგიჟდები მართლა!
სულ მალე ისევ მოვაგროვებთ", - წერს სინჯიკაშვილი ფეისბუქზე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა