თეგებით ძიება

"პირველი დაბადების დღე უთქვენოდ… აუტანელია ეს ყველაფერი…“ - ბაღდათში სტიქიის შედეგად დაღუპულ ტყუპ დებს დღეს 15 წელი შეუსრულდებოდათ (ვიდეო)

ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში მეწყერი 7 თებერვალს, გამთენიისას ჩამოწვა. მიწის მასაში ოთხი სახლი მოყვა.

სტიქიამ სოფელში 9 ადამიანი, მათ შორის, არასრუწლოვნები იმსხვერპლა. გარდაცვლილთა შორის არიან გია რობაქიძე და მისი სამი შვილი.

ტყუპი დები დღეს 15 წლის გახდებოდნენ. ტრაგიკულად დაღუპულ გოგონებს ახლობლები და მეგობრები იხსენებენ.

„გილოცავთ თქვენ შეუსრულებელლ 15 წელს, მაკლიხართ… ყველაზე და ყველაფერზე მეტად მჭირდებით“

„პირველი დაბადების დღე უთქვენოდ… ადრე ვითვლიდი, უჩემოდ-თქო, ახლა პირიქითა დედი… აღარ ისმოდა თქვენი სიცილი, კისკისი და მადლობები… დეე, მხოლოდ ტირილი და ცრემლი იყო…

როგორ გიყვარდათ და ემზადებოდით ამ დღისთვის დეე… აუტანელია ეს ყველაფერი … ნეტავ ისევ უჩემოდ აღგენიშნათ დე…“, – წერს ტრაგიკულად დაღუპული გოგონების დედა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა