ნიკა მელია - "ქართულმა ოცნებამ" დოკუმენტზე ხელმომწერები მოატყუა
ევროკავშირის გირაოთი გათავისუფლებული "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ "ქართულმა ოცნებამ" შარლ მიშელის დოკუმენტის ხელმომწერი ოპოზიციური პარტიები მოატყუა.
"ქართულმა ოცნებამ" დოკუმენტზე ხელმომწერები მოატყუა. დოკუმენტზე ხელმომწერებმაც იცოდნენ, რომ ეს ყველაფერი კეთდებოდა ჩემთვის... ისინი ვერ წარმოიდგენდნენ, რომ "ქართული ოცნება" ისე გაკადნიერდებოდა, რომ ამნისტიის შეხებას ყველა მოძალადისთვის დააპირებდა", - აცხადებს მელია "მთავარი არხის" ეთერში, ნიკა გვარამიასთან ექსკლუზიურ ინტერვიუში.