ზეწოლა და მუქარა გახარიას კადრებზე - გორის მერიის თანამშრომლები ოცნებას ტოვებენ და ყოფილი პრემიერის გუნდს უერთდებიან
გორის მერის ორი მოადგილე - პაატა ივანიშვილი და ერასტი ელიჯარაშვილი ოცნების მხრიდან ზეწოლაზე ალაპარაკდნენ. ისინი გახარიას გუნდის წევრის გიორგი ხოჯევანიშვილის კადრები არიან და როგორც თავად აცხადებენ, ამის გამო მათ მიმართ ზეწოლა ხორციელდება.
ივანიშვილი და ელიჯარაშვილი ოცნებას ტოვებენ და გახარიას გუნდს უერთდებიან. ისინი უკვე ღიად ალაპარაკდნენ მათ მიმათ განხორციელებულ ზეწოლასა და მუქარაზე და განაცხადეს, რომ ამას პირადად გორის მერი კონსტანტინე თავზარაშვილი ახორციელებდა:
"გაცნობებთ, რომ პრიდაპირ გვთხოვენ თანამდებობის დატოვებას. თანამდებობა ჩვენი თვითმიზანი არაა და არც გამოვეკიდებით მას, ჩვენ ვტოვებთ თანამდებობას. მმართველ პარტიას მინდა ვუთხრა, ხელი არ დააკარონ მერიის თანამშრომლებს, საჯარო მოხელეებს რომელთა სიაც აქვთ და აპირებენ მათ გაშვებას. გორელებს, გორს დავეხმარებით გიორგი გახარიას გუნდთან ერთად, ვემზადებით თვითმართველობის არჩევნებისთვის", - განაცხადა ერასტი ელიჯარაშვილმა.