ვიქნები თუ არა მერობის კანდიდატი, ეს ბევრ რამეზეა დამოკიდებული - ნიკა მელია
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის ნიკა მელიას განცხადებით, იქნება თუ არა კანდიდატი თვითმმართველობის არჩევნებზე, ბევრ რამეზეა დამოკიდებული:
"ჯერ ერთი, მე მინდა გავიგო და დავრწმუნდე იმაში, რომ ეს კამპანია, რომელიც კარს მომდგარია, იქნება გამარჯვების კამპანია. მე შემიძლია გითხრათ, რა შემთვევაში არ მივიღებ მონაწილეობას არჩევნებში, იმ შემთხვევაში თუ ეს არ იქნება უბრალოდ კამპანია, რომელმაც შედეგი უნდა მოიტანოს. თუ ეს უნდა იყოს კამპანია კამპანიისთვის, შედეგს არ მოიტანს.
არავინ არ უნდა მოვატყუოთ, საზოგადოების არც ერთი ჯგუფი და ნაწილი, რომ მჭიდრო კოორდინაციის გარეშე მივაღწევთ შედეგს არჩევნებში, რომელიც თვისობრივად განსხვავდება საპარლამენტო არჩევნებისგან, ჩვენ ხომ არ მოგვიპოვებია ჯერ პროპორციული არჩევნები, სადაც თითოეული ხმა მნიშვნელოვანია ოპოზიციური პარტიებისთვის, რომ ერთმანეთს ვეპაექროთ.
თუ კი ბოიკოტის რეჟიმში ვიყავით და ძალები გაერთიანდა იმიტომ, რომ სხვა გზა არ იყო, ახლაც ვერ ვხედავ სხვა გზას, იმიტომ რომ შედეგი მიუღწეველია.
რაც არ უნდა ისაუბრონ კოლეგებმა, რომ დაქსაქსულობა არის შედეგის მომტანი, მე ვეცდები, დავარწმუნო ისინი, რომ ეს ასე არ იქნება. მას შემდეგ რაც ყველა მათგანთან ამოვწურავ კონსულტაციებს და გულწრფელი ვიქნები საზოგადოებასთან"- აღნიშნა მელიამ.