თეგებით ძიება

ხაშურის მერის მოადგილე თანამდებობიდან გაათავისუფლეს

ხაშურის მერის მოადგილე ზურაბ როსებაშვილი თანამდებობიდან გაათავისუფლეს.

როგორც თავად როსებაშვილი აცხადებს, აღნიშნულ გადაწყვეტილებას გიორგი გახარიას გუნდის წევრებთან მის ურთიერთობას უკავშირებს.

„მერი მოვალეობის შემსრულებელთან ზვიად ქურდაძესთან მქონდა შეხვედრა. მან მთხოვა რომ დამეწერა განცხადება და წავსულიყავი დაკავებული თანამდებობიდან. მე მივხვდი, რომ ეს ზვიადის გადაწყვეტილება არ იყო და ეს იყო პარტიული გადაწყვეტილება.

გიორგი ხოჯევანიშვილთან ურთიერთობა მქონდა და მაქვს რამდენიმე წელია. ჩემს გათავისუფლებას მე ვუკავშირებ ამას“, - აღნიშნა ზურაბ როსებაშვილმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა