ლარი გაუფასურდა - ვალუტის კურსი
სებ-მა ლარის ახალი კურსი დაადგინა. 11 მაისის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 3.4271 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.4174 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.97 თეთრი შეადგინა.
გამყარდა ევრო, რომლის კურსი 4.1656 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 4.1590 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.66 თეთრი შეადგინა.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან, 12 მაისიდან შევა ძალაში.