თეგებით ძიება

ანდრიუს კუბილიუსი "ნაცმოძრაობას" პარლამენტში შესვლისკენ მოუწოდებს

ევროპარლამენტარი, ანდრიუს კუბილიუსი "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" შარლ მიშელის დოკუმენტის ხელმოწერისკენ და შესაბამისად, პარლამენტში შესვლისკენ მოუწოდებს.

"ძვირფასო მეგობრებო "ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან". მსურს მოგიწოდოთ შეთანხმების ხელმოწერისკენ და პარლამენტში შესვლისკენ. საქართველოს სჭირდება ძლიერი და კონსტრუქციული საპარლამენტო ოპოზიცია, რათა გაუწიოს ეფექტური კონტროლი ხელისუფლებას. ასე მუშაობს დემოკრატია ევროპაში. იმედი მაქვს, იმავეს ვიხილავთ საქართველოშიც", - წერს ევროპარლამენტარი Twitter-ზე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა