თეგებით ძიება

კობახიძე - მელია პოლიტკრიმინალია... საერთოდ არ გვაინტერესებს, „ნაცმოძრაობა“ პარლამენტში შემოვა თუ არა

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ენმ-ის თავმჯდომარეს, ნიკა მელიას პოლიტიკურ კრიმინალს უწოდებს და აცხადებს, რომ მათთვის საინტერესო არაა, "ნაცმოძრაობა" შევა თუ არა პარლამენტში.

კობახიძის განმარტებით, მთავარია, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა მკაფიოდ განაცხადა კრიზისის დასრულებასთან დაკავშირებით.

„ბუნებრივია, ეს საკითხი არ გვადარდებს და არ გვაწუხებს. მთავარია, რომ შარლ მიშელმა მკაფიო განცხადება გააკეთა კრიზისის დასრულებასთან დაკავშირებით. რა იქნება ქართული დემოკრატიისთვის მათი შემოსვლა თუ არშემოსვლა, ამაზე შეიძლება, განსხვავებული მოსაზრებები არსებობდეს. ჩვენთვის ეს არ არის პრინციპული საკითხი, რაც უნდათ, ის გააკეთონ.

ჩვენთვის მთავარია საპარლამენტო რეჟიმში მუშაობა და ცხოვრება უნდა გავაგრძელოთ. რადიკალურ პარტიებს სურთ, საკუთარი დესტრუქციული დამოკიდებულება აჩვენონ ქვეყნისა და პოლიტიკური პროცესების მიმართ.

რაც შეეხება ოპოზიციის ერთიანობას, ვხედავთ, რომ ერთმანეთთან აქვთ მკვეთრი და მწვავე დაპირისპირება, რაც ძალიან კარგია, რადგან ზღვარი იცვლება რადიკალურ და ნაკლებად რადიკალურ ოპოზიციურ პარტიებს შორის. საერთოდ არ გვაინტერესებს, „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში შემოვა თუ არა. ნიკა მელიას გირაოს გადახდით არაფრის ლუსტრირება არ მომხდარა, მელია რაც იყო, ის დარჩა – არის პოლიტიკური კრიმინალი, შესაბამისად, შეუძლია, თავისი გეგმები ჰქონდეს, მაგრამ სახელმწიფოს ექნება თავისი გეგმები ყველას მიმართ, მათ შორის პოლიტკრიმინალების მიმართ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა