სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის უფროსი გაათავისუფლეს
სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში, სახელმწიფო რწმუნებულის აპარატის უფროსი, ლაშა გვასალია თანამდებობიდან გაათავისუფლეს.
ლაშა გვასალია ამ ეტაპზე არ ადასტურებს, გიორგი გახარიას გუნდთან ერთად აპირებს თუ არა პოლიტიკური საქმიანობის გაგრძელებას.
ცნობისთვის, ლაშა გვასალია ბოლო არჩევნების დროს, "ქართული ოცნების" საარჩევნო შტაბს ხელმძღვანელობდა.