გაუუქმეს თუ არა ირაკლი კობახიძეს არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში ვიზიტი? - რას აცხადებენ მთავრობის ადმინისტრაციაში?
მთავრობის ადმინისტრაციაში ინფორმაციას, რომ არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს ვიზიტი გაუუქმეს, არ ადასტურებენ.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ მთავრობის ადმინისტრაციაში განუცხადეს, ვიზიტი იანვრის ბოლოსაა დაგეგმილი, კონკრეტულ თარიღზე კი ინფორმაციას მოგვიანებით გაავრცელებენ.
ცნობისთვის, ტელეკომპანია „ფორმულას“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს არაბთა გაერთიანებულ საემიროებში ოფიციალური ვიზიტი გაუუქმეს.